მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაში ეთანხმება ვახტანგ ბუცხრიკიძე სებ-ის პრეზიდენტს და ფინანსთა მინისტრს

5bce097ccb944
თელარა გელანტია
22.10.18 21:30
2107
„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, ფიზიკური პირების დაკრედიტების ახალი წესი, რომელიც ძალაში 1 ნოემბრიდან უნდა შევიდეს, დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებლად გასაკეთებელია.

ასე უპასუხა ბუცხრიკიძემ bm.ge-ის კითხვას, რომელიც ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის იმ განცხადებას შეეხებოდა, რომლის თანახმად, „მოქალაქეების მიერ ტოქსიკური სესხების აღება ხდებოდა, რომელიც რეალურად, არანაირ შვებას არ აძლევდა ადამიანებს გრძელ ვადაში“.

ვახტანგ ბუცხრიკიძე ამ შეფასებაში ფინანსთა მინისტრს ეთანხმება და ფიქრობს, რომ დაბალშემოსავლიანი ფიზიკური პირებისთვის რეგულაციები საჭიროა.

„ვეთანხმებით ფინანსთა მინისტრს. დღესაც ამ (ეროვნული ბანკის მენეჯმენტთან) შეხვედრაზე ჩვენ აღვნიშნეთ, რომ დაბალშემოსავლიანი ადამიანებისთვის ის რეგულაციები, რომელიც შემოდის, არის მნიშვნელოვანი და აუცილებლად გასაკეთებელი და ეს შეიძლება ადრეც უნდა შემოსულიყო; ის 50%-იანი ჭერი ეფექტური საპროცენტო განაკვეთის, რომელიც შემოდის, გასაკეთებელია; უბრალოდ, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საშუალო და მაღალშემოსავლიანი ადამიანებისთვის ეს გვეჩვენება მკაცრ რეგულაციად, თორემ მთლიანად ვეთანხმებით, როგორც ეროვნულ ბანკს, ასევე ფინანსთა მინისტრს იმაში, რომ დაბალაშემოსავლიანი ადამიანებისთვის ეს რეგულაციები აუცილებლად შემოსაღებია“ , - განაცხადა ბუცხრიკიძემ.

Bm.ge-ის რეპლიკაზე - „მაშინ რატომ აკრედიტებდნენ ბანკები ფიზიკურ პირებს შემოსავლების დადასტურების გარეშე“, „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ასეთი სესხების წილი მათ პორტფელში ძალიან მცირეა.

„თიბისის ბანკს“ თუ გულისხმობთ, ძალიან პატარა პორტფელი აქვს ამ მიმართულებაში გაცემული - ეს არის ეს დაახლოებით, 3%-ზე ნაკლები ჯამური სასესხო პორტფელის, თუ არ მეშლება“, - აღნიშნა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები