მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ ამოქმედდა "სესხების განულების" ვებ-გვერდი - მინისტრის განმარტება

5c04e87b2da76
სალომე მეცხვარიშვილი
03.12.18 12:22
3324
ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის განცხადებით, ე.წ. სესხების განულებასთან დაკავშირებული სპეციალური ვებ-გვერდის ამოქმედება ტექნიკური შეფერხებების გამო გადავადდა.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის განცხადებით, ვებ-გვერდი დეკემბრის პირველ სამუშაო დღეს უნდა ამოქმედებულიყო.

მინისტრმა ჟურნალისტებთან სპეციალური ვებ-გვერდის ამოქმედების გადავადების  მიზეზად ე.წ. სესხების განულების აქციაში 10 ახალი საფინანსო კომპანიის დამატება დაასახელა.

„შესაბამისად, ახალი საფინანსო ინსტიტუტების შემოერთებამ ბაზებთან დაკავშირებით გარკვეული ტექნიკური შეფერხებები შექმნა“, - აღნიშნა მინისტრმა, თუმცა დასძინა, რომ ვადა, რომელიც უშუალოდ უშუალოდ სესხების ჩამოწერაზე იყო გაცხადებული, არ შეიცვლება და ე.წ. სესხების განულება 15 დეკემბრიდან დაიწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები