მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაიზარდა PALANTIR-ის აქციები ერთ წელში 530%-ით?

Palantir

ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანია Palantir-ს ფენომენალური შედეგები აქვს - მისი აქციების შეფასება ერთ წელიწადში 530%-ით არის გაზრდილი, ხოლო საბაზრო შეფასება ამჟამად 190 მილიარდ დოლარს შეადგენს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კომპანიის კაპიტალიზაცია დამატებით 40%-ით არის გაზრდილი, რაც მსოფლიოში დაფიქსირებული ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია.

Palantir-ის ბოლოდროინდელი აღმასვლა პირდაპირ კავშირშია ფინანსური შედეგების გასაჯაროებასთან, რომელიც თითქმის 50%-იან ზრდას აჩვენებს. მაგალითად, ბოლო კვარტალში კომპანიამ 828 მილიონი დოლარის მოგების მიღება შეძლო, რაც რეკორდული შედეგია.

Palantir-ის 530%-იანი ზრდა, უმეტესწილად, AI-ბუმთან არის დაკავშირებული, რადგან კომპანია ამ მიმართულებით საქმიანობს და პროგრამულ უზრუნველყოფას ქმნის როგორც კიბერუსაფრთხოებით დაინტერესებული კომპანიებისთვის, ასევე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისთვის.

უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლის განმავლობაში Palantir-ს საუკეთესო შედეგი ჰქონდა და არ არის გამორიცხული, მან წელსაც ახალი რეკორდი დაამყაროს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები