მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რძის, ხორცისა და კვერცხის წარმოება იზრდება

5bf294fbcec39
BM.GE
19.11.18 19:20
792
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის III კვარტალის ბოლოსთვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.4 პროცენტით შემცირდა და 923.0 ათასი სული შეადგინა. აქედან ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 454.1 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 6.9 პროცენტით ჩამორჩება. ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 4.0 პროცენტით გაიზარდა და 980.9 ათას სულს მიაღწია. ღორების რაოდენობა 237.6 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 3.1 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ფრინველის რაოდენობამ 9.6 მლნ. ფრთა შეადგინა, რაც 4.1 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის III კვარტალში რძის წარმოებამ 162.1 მლნ. ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 10.1 პროცენტით მეტია. ხორცის წარმოებამ 14.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2017 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2.1 პროცენტით მეტია. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 148.0 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3.2 პროცენტით აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები