მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რედკო: რეგულაციებს სადღაც დასასრული უნდა ჰქონდეს

5b604361c7850
სალომე მეცხვარიშვილი
31.07.18 18:04
1318
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგულაციებს სადღაც ჰქონდეს დასასრული, - ამის შესახებ სამშენებლო კომპანია "რედკოს" პროექტების მენეჯერი მალხაზ კუნელაური BM.GE-სთან აცხადებს. ასე ეხმაურება ის საქსტატის სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში სამშენებლო ნებართვების გაცემა შემცირებულია.

კუნელაური ამბობს, რომ ეს კომპლექსური პრობლემაა, თუმცა, რამდენიმე კონკრეტული საკითხიც დღის წესრიგში დგას.

"კერძო სექტორი და სახელმწიფო უნდა შეთანხმდეს თამაშის ერთიან, მოქნილ და გასაგებ წესებზე, რომლებიც გრძელვადიან პერიოდში სექტორს მისცემს სტაბილურობის განცდას. ასევე, უნდა იყოს რაც შეიძლება ნაკლები ბიუროკრატია, რადგან ყველა ახალი რეგულაცია თვითონ მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოსა და მის თანამშრომლებში იწვევს გაუგებრობებს-გაურკვევლობებს და ეს აისახება მშენებლობის ნებართვების გაცემის დინამიკაზე.

მშენებლობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ქვეყნის ეკონომიკის ზრდისთვის და არცერთმა რეგულაციამ არ უნდა დაუშვას ამ მიმართულებით დინამიკის შემცირება",- აცხადებს კუნელაური.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები