მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეკლამა 1 ლარად - რადიო თბილისის აქცია

5b07e4ab992da
BM.GE
25.05.18 14:24
2490
რადიო თბილისმა FM93.5 ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად მასშტაბური აქცია დაიწყო.

როგორც BM.GE-ს რადიო თბილისიდან აცნობეს, მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს და სტარტაპერებს, რადიო რეკლამას 1 ლარად სთავაზობს.

რადიო თბილისის დირექტორის რამაზ სამხარაძის თქმით, მთელი კამპანიის მანძილზე რომელიც ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება,რადიო თბილისის ეთერში 1 რგოლის განთავსება 1 ლარი ეღირება, გარდა ამისა, რადიოში სარეკლამო რგოლის დამზადება უფასოა.

აქციის განმავლობაში რადიო თბილისი ბიზნესის წარმომადგენლებს სრულიად უფასოდ სთავაზობს ინფორმაციის გავრცელებას სხვადასხვა გადაცემებში.

"რეკლამა 1 ლარად - დაუჯერებელია? "- ახლავე დარეკეთ - ამ სლოგანით რადიოს ეთერში კამპანია უკვე დაიწყო.

რადიო თბილისი დედაქალაქში და მის შემოგარენში მაუწყებლობს. ქალაქებში რუსთავი და მცხეთა, კახეთის რეგიონის მნიშვნელოვან ნაწილში.

რადიო თბილისი კახეთში მაუწყებელი ჰერეთის რადიოსადგურია, რომელიც სამაუწყებლო ბაზარზე 20 წელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები