ნოემბერთან შედარებით, როცა ქვეყანაში და ეკონომიკაში ვითარება სტაბილური იყო, მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა დეკემბერში, ეს არის რეალურად პერიოდი, რომელიც ყველაზე მეტად დატვირთულია, მოქალაქეების დიდი ნაწილი მნიშვნელოვან შენაძენებს სწორედ საახალწლოდ აკეთებს, რასაც თავის მხრივ კომპანიების მხრიდან სხვადასხვა ტიპის შეთავაზებები განაპირობებს ხოლმე. წლევანდელი წელი ინდუსტრიისთვის ცუდი გამონაკლისი აღმოჩნდა, პირველად ბოლო წლების განმავლობაში ბიზნესი საუბრობს რყევებზე, პროექტების გაჩერებაზე და მეტიც, მცირე კომპანიების ნაწილში გაკოტრების ფაქტებზეც კი. რეალურ სივრცეში რა ასახვა ჰპოვა მიმდინარე პოლიტიკურმა არასტაბილურობამ და როგორია 2025-ის მოლოდინები?
👉სტუმარი: ნატო ბოჭორიშვილი - საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის;
#უძრავიქონებისპროსპექტი თათია ჩაფიჩაძესა და გუგა კობახიძესთან