მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რიყის კომპლექსის სამომავლო კონცეფცია კვლავ უცნობია

5baa31f012576
ელენე ჩომახიძე
25.09.18 17:01
840
რა ბედი ეწევა რიყის პარკში მუსიკისა და დრამის თეატრს კვლავ უცნობია. მიმდინარე წლის მაისში ქალაქის მერმა, კახი კალაძემ განაცხადა, რომ მთავრობასთან შეთანხმებით პროექტის დასრულება გადაწყდა, თუმცა როგორც ამჟამად მერიაში bm.ge-ს განუმარტეს, პროექტის ახალი კონცეფცია და მისი რეკონსტრუქციის ვადები ჯერ კიდევ უცნობია, იქედან გამომდინარე, რომ შენობა კვლავ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა.

„სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოში“ აცხადებენ, რომ მერიას შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ზემოთაღნიშნული ქონება, სააგენტო განიხილავს ამ მიმართვას და გადასცემს ქალაქის მერიას ყოფილი მუსიკისა და დრამის თეატრის შენობას, თუმცა ამ ეტაპზე სააგენტოში მერიის მხრიდან მიცემულ ქონებასთან დაკავშირებით არანაირი განაცხადი არ არის შესული.

„სამინისტროს მხრიდან დღესდღეობით რიყის პარკში მუსიკისა და დრამის თეატრის შენობასთან დაკავშირებით არანაირი აქტივობა არ ხორციელდება. ერთადერთი რაც უზრუნველყავით, ეს არის დაცვა, რომელიც იცავს შენობას და მის პერიმეტრს, იმისათვის, რომ არავინ შევიდეს შიდა ტერიტორიაზე, რადგან შენობა დაუსრულებელია და უსაფრთხოების ნორმები არ არის დაცული. რაც შეეხება მერიისთვის მის გადაცემას, ამ დრომდე ჩვენთვის არავის მოუმართავს. “ - განმარტავენ მერიაში.

„სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის განმარტებით იმ შემთხვევაშიც კი, თუ შენობა დაუსრულებელია და სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს, სააგენტოს შეუძლია გადასცეს ის სხვა უწყებას მიმართვის შემთხვევაში. რიყის პარკში მუსიკისა და დრამის თეატრი, რომლის მშენებლობა 2011 წელს დაიწყო და რომელზეც დაახლოებით 75 მილიონი ლარი დაიხარჯა, დღემდე უფუნქციოდაა. რა თანხა დაიხარჯება პროექტის დასრულებაზე უცნობია, თუმცა როგორც ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა 2016 წელს bm.ge-ს განუცხადა, პროექტის დასრულებას 35-დან 40 მილიონ ევრომდე დასჭირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები