მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რკინიგზასა და აუდიტს შორის სასამართლო დავა არაფერს განსაკუთრებულს არ წარმოადგენს"

5b2ce417ad0c6
ელენე ჩომახიძე
22.06.18 16:00
717
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სს ,,საქართველოს რკინიგზა" "სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 261-ე მუხლის მიხედვით სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი.

სწორედ ამ სამართალდარღვევის ოქმის განხილვა შედგა 19 მარტს საქალაქო სასამართლოში, რის საფუძველზეც საპარტნიორო ფონდს დაქვემდებარებული სახელმწიფო კომპანია სს საქართველოს რკინიგზა 1000 ლარით დაჯარიმდა.

აღნიშნულ სასამართლო დავასთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი ირაკლი მექვაბიშვილი bm.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ის არაფერ განსაკუთრებულს არ წარმოადგენს.

"ვფიქრობ, რომ სასამართლო დავა არაფერ განსაკუთრებულს არ წარმოადგენს. მე მას ვუყურებ, როგორც ჩვეულებრივ ბიზნეს პროცესს“ - აცხადებს მექვაბიშვილი.
მთავარი აუდიტორის განმარტებით, სამართლებრივი დავა "სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა“ და სს "საქართველოს რკინიგზა"-ს შორის 2015 წელს დაიწყო , როდესაც აუდიტის სამსახურმა შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.

ირაკლი მექვაბიშვილის თქმით, აუდიტი მაშინ ჩვეულებრივ რეჟიმში ჩატარდა და სს "საქართველოს რკინიგზა"-ს არანაირი წინააღმდეგობა ამასთან დაკავშირებით არ გაუწევია, თუმცა პარალელურ რეჟიმში მათ მიმართეს სასამართლოს, ვინაიდან ჰქონდათ თავიანთი არგუმენტები, თუ რატომ არ იყო რკინიგზა აუდიტის სამსახურის შემოწმების ობიექტი.

"მათი არგუმენტები ორი ფაქტორით იყო განპირობებული: დიდი ოთხეულის მიერ "საქართველოს რკინიგზის" ფინანსური ანგარიშგების აუდიტი და ობლიგაციები, რომლებიც სს "საქართველოს რკინიგზა"-მ გამოუშვა. სწორედ ამიტომ მათ სჭირდებოდათ სამართლებრივი საკითხების განხილვა და ბუნებრივია სასამართლოს მეშვეობით ეს ყველაფერი გაირკვა“ - ამბობს ირაკლი მექვაბიშვილი.

როგორც ის აღნიშნავს სს "საქართველოს რკინიგზა"-მ მეორედ მაშინ მიმართა, როდესაც აუდიტის სამსახური „საქართველოს რკინიგზის“ მიერ სატვირთო გადაზიდვების მართვის ეფექტიანობის აუდიტის 2018 წლის გეგმაში შეტანის საკითხს განიხილავდა და მაშინაც რკინიგზამ სასამართლოს იმავე მოტივით მიმართა, რა მოტივითაც პირველ შემთხვევაში. ირაკლი მექვაბიშვილის განმარტებით ორივე უწყებას შორის ურთიერთობები გაირკვა და ამ ეტაპზე არცერთი უწყების მხრიდან არანაირი კითხვები აღარ არსებობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები