მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რკინიგზის ტვირთბრუნვის შემცირება გრძელდება

5b4dd91ad1ab3
BM.GE
17.07.18 15:54
781
საქართველოს რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა კვლავ მცრდება. წლის პირველ ნახევარში რკინიგზამ 5,015,233 ტონა ტვირთი გადაზიდა, ნაცვლად გასული წლის ანალოგიური პერიოდის 5,264,393 ტონისა.

აქედან ადგილობრივ ტვირთებზე 935,184 ტონა მოდის. ექსპორტზე 611,235 ტონა მოდის, იმპორტზე კი 1,431,711 ტონა, ტრანზიტული ტვირთების რაოდენობა კი 2,037,103 ტონაა.

წლის პირველ ნახევარში რკინიგზამ 27,684 კონტეინერი გადაზიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12 000 ტონით გაზრდილი მაჩვენებელია.
საქართველოს რკინიგზამ წლის 6 თვეში 1,622,542 ტონა ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები გადაზიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 684806 ტონით ჩამორჩება.

რკინიგზამ 260,180 ტონა მარცვლეული გადაზიდა, რაც 103 546 ტონით გაზრდილი მაჩვენებელია.

შემცირდა შაქრის გადაზიდვის მაჩვენებელი და მან 154,143 ტონა შეადგინა.

გაზრდილია რკინისა და მანგანუმის მადნების გადაზიდვის მაჩვენებელი და მან 209,258 ტონა შეადგინა. ასევე გაზრდილი ფერადი ლითონების მადნის გადაზიდვის მაჩვენებელი და მან 283,844 ტონა შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები