შვეიცარიულმა ფარმაკოლოგიურმა გიგანტმა, Roche-მ დანიური Zealand Pharma-სგან წონაში კლების წამალი 5 მილიარდ 300 მილიონ დოლარად იყიდა.
გარიგების პირობების თანახმად, საწყის ეტაპზე, შვეიცარიული კომპანია დანიური სტარტაპს $1.6 მილიარდს გადაუხდის, რათა Zealand-მა წონაში კლების მედიკამენტის ფორმულაზე მუშაობა დაასრულოს და ის მარეგულირებლისათვის წარსადგენად გაამზადოს. თუკი წამალი წარმატებული და კონკურენტუნარიანი იქნება, მაშინ ინვესტიციის მოცულობა 5.3 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება და Roche მისი 100%-იანი წილის მფლობელი გახდება.
ამ სარისკო ინვესტიციით Roche-ს წონაში კლების მედიკამენტების ბაზარზე თავის დამკვიდრება და Eli Lilly-ისა და Novo Nordisk-ის მედიკამენტებისათვის კონკურენციის გაწევა სურს. მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ამ ტიპის წამლების წარმოება ფარმაკოლოგიური კომპანიებისათვის უმთავრეს პრიორიტეტად იქცა, რადგან სიმსუქნე გლობალური პრობლემაა და წონაში კლების წამლებზე მოთხოვნა მზარდია.