მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის ამოქმედდება სასამართლოებში კომერციული დავების განმხილველი პალატები?

5ba376f594659
სალომე მეცხვარიშვილი
20.09.18 14:52
769
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, საერთო სასამართლოებში კომერციული დავების განმხილველი პალატების შესახებ კანონპროექტს მთავრობა პარლამენტში წელს წარადგენს. მისივე თქმით, პროცესი მხოლოდ საკანონმდებლო მიმართულებას არ მოიცავს და ამის შემდეგ საჭირო იქნება მოსამართლეების შერჩევა და მათი გადამზადება, რასაც წელიწად-ნახევარი მაინც დასჭრდება.

წულუკიანის განმარტებითვე, საჭირო იქნება დამატებითი თანხების მოძიება, რომ კომერციული პალატების მოსამართლეებს შესაბამისი ხელფასები ჰქონდეთ.

„მოსამართლეები უნდა შეირჩნენ შერეული საკონკურსო კომისიის საშუალებით, იუსტიციის უმაღლესი სკოლა უნდა რეფორმირდეს და გვაქვს დაპირებები, რომ სხვადასხვა უცხო ქვეყანაში გადამზადდებიან ახალი მოსამართლეები. ვვარაუდობთ, რომ ამას წელიწად-ნახევარი მაინც დასჭირდება, რათა შეგროვდეს სათანადო ფინანსური სახსრები და დონორთა შემოწირულობები იმისთვის, რომ დატრენინგებული და მაღალხელფასიანი მოსამართლეები მოემსახურნონ მრავალმილიონიან კომერციულ დავებს, რის გარეშეც გამორიცხულია მათი დამოუკიდებლობა, შეუვალობა და მედეგობა კომერციისადმი“,- აცხადებს თეა წულუკიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები