მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

როდის მიიღებს მთავრობა მედიკამენტების რეფერენტული ფასების რეფორმას

ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ფასების შემცირების ახალ რეფორმაზე - რეფერენტული ფასების დადგენაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ზედა ზღვარს დააწესებს თუ რა ფასად უნდა მოხდეს მედიკამენტების რეალიზაცია ან მათი იმპორტი. ფასები კი სხვა ქვეყნებთან შედარების საფუძველზე, კონკრეტული ფორმულით უნდა დადგინდეს. რეფერენტული ფასები ძირითადად იმ მედიკამენტებზე გავრცელდება, რომელიც სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. ესენია: ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატები.

როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ჟურნალისტებთან აცხადებს, ამ დროისთვის ექსპერტებთან მუშაობენ, რომელთა რეკომენდაციით რეფერენტული ქვეყნების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს.

მინისტრის განმარტებით, 2023 წლის იანვრიდან ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე რეფერენტული ფასები უკვე დაწესდება, მომდევნო ეტაპზე კი რეფერენტული ფასი მთლიან ბაზარზე გავრცელდება.

"ჩვენთან ერთად მუშაობენ ექსპერტები, რომლებიც ამ პროექტის სხვა ქვეყნებში წარმატებით დანერგვაში იყვნენ ჩართულები. მათი რეკომენდაციებით ხდება რეფერენტული ქვეყნების შერჩევა. ქვეყნები როგორც გეოგრაფიული მდებარეობით, ასევე ეკონომიკური პარამეტრებიდან გამომდინარე განისაზღვრება. საორიენტაციოდ 5-7 ქვეყანა უკვე შერჩეულია, აქედან რამდენი დარჩება არ ვიცი. ამ ქვეყნებში მედიკამენტებზე ფასები იქნება ჩვენთვის ის რეფერენტული ფასი, სადაც ტრანსპორტირების, სხვადასხვა ლოჯისტიკური ხარჯების გათვალისწინებით იქნება ის მაქსიმუმი, რაც შეეძლება რომ საცალო ქსელში ჰქონდეს მედიკამენტს.

ჩვენ იმდენად ოპერატიულად მივყვებით პროექტს, როგორც დაგეგმილი გვქონდა. უკვე მომდევნო წლის იანვრიდან ქრონიკული დაავადებებისა და ონკოლოგიური დაავადებების პრეპარატებზე რეფერენტული ფასები გვექნება და საპილოტო ვერსიით გაეშვება, შემდეგ ეტაპზე მთლიანად ბაზარზე გავრცელდება“ - აცხადებს მინისტრი.
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები