მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ასრულებს საქართველო DCFTA-ს ვალდებულებებს

5be185c97c410
BM.GE
06.11.18 16:09
809
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის სერვისების და რეგიონალური განვითარების დეპარტამენტის უფროსის გიორგი ჩიტაძის განცხადებით, ევროპასთან ასოცირების ხლშეკრულების ფარგლებში, მომავალ წლებში ბევრი რეგულაცია და დირექტივა იქნება მისაღები, ამიტომ მთავრობას ის ეფექტური კომუნიკაციისკენ მოუწოდებს.

,,ხელშეკრულების გაფორმებიდან პირველი 3 წლის განმავლობაში ნაკლები ნორმატიული აქტი იყო მისაღები, თუმცა რაც უფრო ღრმად შევდივართ ევროინტეგრაციის პროცესში, ამ ნორმატიული აქტების რაოდენობა მატულობს. 2019-22 წლები ყველაზე დატვირთული იქნება ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანია ეფექტური კომუნიკაცია მოხდეს, როგორც ბიზნესთან ისე საზოგადოებასთან, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მთავრობა ამას ეფექტურად მოახერხებს”, - განაცხადა გიორგი ჩიტაძემ გადაცემაში ,,საქმიანი დილა“.

მისი თქმით, რეგულაციები, არა მხოლოდ რაოდენობრივად, არამედ შინაარსობრივადაც ბევრი იქნება, რადგან უფრო მეტ პროდუქტს მოიცავს. ჩიტაძის შეფასებით, ამ ეტაპისთვის საქართველო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში ყველაზე კარგად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს.

,,თუკი შევადარებით ერთმანეთს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას, ყველაზე უფრო კარგად ჩვენ ვასრულებთ საშინაო დავალებებს. ამაზე მეტყველებს ჩვენი ევროპელი კოლეგების შეფასებები, რომ საქართველო არის მოწინავე ქვეყანა”, - განაცხადა ჩიტაშვილმა და დასძინა, რომ სავაჭრო-სამრეწველო პალატა ცდილობს, რომ კარგი კომუნიკაცია ჰქონდეს ბიზნესთან და მათ წინმსწრებად მიაწოდონ ინფორმაცია, რომელი რეგულაცია რა ვადაში შედის ძალაში.

სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კუთხით, საქართველოს 271 აქტის მიღება ევალება, საიდანაც 100-ზე მეტი უკვე შესრულებულია. ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების კუთხით, ქვეყანას 21 საკანონმდებლო აქტი ჰქონდა მისაღები, საიდანაც 7 უკვე მიღებულია, სატელეკომუნიკაციო მომსახურეობის სფეროში 6-ის, საიდანაც 6-ვე უკვე შესრულებულია, თუმცა დაახლოება არ არის განხორციელებული და შემუშავებულია ნორმატიული აქტების პროექტები. საბაჟოსა და ვაჭრობის ხელშეწყობის კუთხით, საქართველომ თითქმის ყველა ნაკისრი ვალდებულება შეასრულა, სახელმწიფო შესყიდვების კუთხით, საჭირო იყო 6 საკანონმდებლო აქტის მიღება, საიდანაც 4 უკვე განხორციელდა. ჯამში, საქართველოსვალდებულებებისდაახლოებით 60% 2020 წლისთვის  შესრულებული უნდა ჰქონდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები