მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ დაძლია ქართულმა სამშენებლო სექტორმა Covid-19

5ecfd8a3b97eb
BM.GE
28.05.20 19:30
1812
კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოში გატარებული მკაცრი საკარანტინო ზომები სამშენებლო სექტორზეც აისახა. სავალდებულო სოციალური დისტანცირების გამო, ბევრი ობიექტი შეჩერდა, თუმცა სახელმწიფომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და ეს შეზღუდვები არ შეეხო მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ამ მიდგომამ არაერთი სამშენებლო კომპანია და სამშენებლო მასალების მწარმოებელი გადაარჩინა კრიზისს.

თუმცა, დროებით შეჩერებული კომპანიებიც საკმაოდ შორს არიან ისეთი პრობლემებისგან, როგორსაც ისინი 2008 წლის იპოთეკური კრიზისის დროს წააწყდნენ. შეზღუდვების მოხსნის შემდეგ მშენებლობები ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა.

ასეთ გამოწვევას როგორც მსხვილმა, ისე ახალბედა კომპანიებმაც წარმატებით გაართვეს თავი და მუშაობას აგრძელებენ.

სამშენებლო კომპანია "რუმსის" დამფუძნებელი არჩილ კობაიძე აცხადებს, რომ გლობალური პანდემიის ფონზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იყო გარკვეული შეფერხება, მაგრამ სამუშაოებს კარანტინის მოხსნის შემდეგ ჩვეულ რეჟიმში ახორციელებს.


"ჩვენი, კომპანიის "რუმსის", მთავარი მიზანია აღებული ვალდებულების პირნათლად შესრულება – ეს იქნება კერძო სექტორის თუ სახელმწიფოს დაკვეთა. ეს ნიშნავს ყველა იმ პირობის შესრულებას, რომელიც ორმხრივი შეთანხმების საგანია. ეს განაპირობებს ჩვენს სტაბილურობას სამშენებლო ბაზარზე და, ასევე, სანდო პარტნიორის სტატუსს. მე და ჩემი გუნდი ორიენტირებული ვართ არა მყისიერ, ერთჯერად მოგებაზე, არამედ მდგრად და სტაბილურ განვითარებაზე", – აცხადებს არჩილ კობაიძე.

სამშენებლო-სარემონტო კომპანია "რუმსი" 2015 წელს დაარსდა. პირველ ეტაპზე სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდა. დღეს კომპანია საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებსაც ასრულებს.

"კომპანიის მიზანია, უფრო მეტი ადამიანისთვის გავხადოთ ხელმისაწვდომი და კომფორტული ისეთი ძვირად ღირებული და რთულად მისაღები მომსახურება, როგორიცაა: პროექტირება, არქიტექტურა, მშენებლობა, ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინი, რემონტი, ავეჯისა და ლანდშაფტის დიზაინი. კომპანიის გუნდი დაკომპლექტებულია ახალგაზრდა, ენერგიული, კვალიფიციური და პროფესიონალი კადრებით. გუნდის მთავარი პრიორიტეტია სამუშაოს დროული, ხარისხიანი შესრულება და კმაყოფილი მომხმარებელი", – მოგვითხრობს არჩილ კობაიძე.

კომპანია "რუმსს" დღემდე არაერთი კერძო და სახელმწიფო დაკვეთა აქვს შესრულებული. ასევე, მრავალ პროექტს ახორციელებს დღესაც.

დასრულებულ პროექტებს შორისაა ხელვაჩაურში გამგეობის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ არსებული კულტურის სახლი; რუსთავის საქალაქო სასამართლოში სარემონტო სამუშაოები; სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის #2 სასწავლო კორპუსის VII სართულის კაპიტალური რემონტი/რეაბილიტაცია; სსიპ საქართველოს შსს-ს მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციული შენობების სარემონტო სამუშაოები ბათუმსა და ოზურგეთში; სსიპ საქართველოს შსს-ს მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციული შენობების სარემონტო სამუშაოები თელავში; ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში საჯარო სკოლა.

კომპანიამ წარმატებით დაასრულე მეგაპროექტი – ზუგდიდში ქ. ბარამიას ქუჩაზე ექვსი 12-სართულიანი კორპუსი, რომლებიც კაპიტალურად გაკეთდა, შიდა რემონტებით – 360 ბინა უკვე მზადაა დევნილთა ოჯახებისთვის გადასაცემად. ამ უკანასკნელი პროექტის დამკვეთია სამშენებლო კომპანია "დაგი", მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით.

მიმდინარე მეგაპროექტებს შორისაა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაჩიანში შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა; ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. ახალსოფელში სპორტული დარბაზის მშენებლობა; რუსთავში პროფესიული სასწავლებლის დაპროექტება-მშენებლობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები