2018 წლის ივლისის მონაცემებით, საქართველოში მთლიანი სესხების დოლარიზაციის დონემ 54.3% შეადგინა.
კერძოდ, 2017 წლის იანვარში, როცა მთავრობამ დედოლარიზაციის განახლებული გეგმა წარმოადგინა და მათ შორის, 100 000 ლარამდე სესხების დოლარში გაცემა აკრძალა, დოლარიზაციის კოეფიციენტი 57.8% იყო.
რაც შეეხება უშუალოდ ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაციას, თუ 2017 წლის იანვარში ფიზიკურ პირებს სესხების 47.5% დოლარში ჰქონდათ აღებული, მიმდინარე წლის ივლისისთვის ეს მაჩვენებელი 43.5%-მდე იყო შემცირებული.
2017 წლის იანვრიდან დღემდე შემცირებულია დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტიც - 67.5%-დან 60.9%-მდე.
ცნობისთვის: მთავრობა 200 000 ლარამდე სესხების დოლარში გაცემის აკრძალვას გეგმავს. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მინისტრთა კაბინეტმა უკვე მოიწონა. შეზღუდვა როგორც - ფიზკურ, ისე იურუდიულ პირებზე გავრცელდება.