გასული სამუშაო კვირა ამერიკული საფონდო ბირჟისთვის განსაკუთრებით პოზიტიური იყო, რადგან Dow Jones-ის, Nasdaq-ის და S&P500-ის ინდექსების ღირებულება დამატებით 1.5%-ით, ახალ რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა.
ევროკავშირის მასშტაბით ვითარება ნეგატიური იყო, რადგან STOXX 600-ის ფლაგმანური ინდექსი, რომელიც უმსხვილეს ევროპულ კომპანიებს აერთიანებს, 0.5%-ით დაეცა.
ასევე, ცუდი შედეგი ჰქონდა იაპონურ Nikkei 225 ინდექსს, რომელიც 1%-ით შემცირდა.
რაც შეეხება ენერგეტიკულ ბირჟას, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 68 დოლარის ფარგლებშია, WTI კი დაახლოებით 66 დოლარად ივაჭრება, რაც ერთ კვირაში 2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რუსულ ნავთობს რაც შეეხება, ბარელი Urals-ის ფასი 64 დოლარის ფარგლებშია.
ბუნებრივი აირის შემთხვევაში, ევროკავშირის მასშტაბით მეგავატი/საათი ენერგიის ფასი 34 ევროს ფარგლებში მერყეობს, რაც 2%-იან მატებას წარმოადგენს.
ოქროს ღირებულება გასული კვირის განმავლობაში 2.4%-ით გაიზარდა და უნცია მეტალის ფასმა 3,343 დოლარი შეადგინა.