მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი ტენდენციები იკვეთება საფონდო ბირჟაზე? - Galt & Taggart-ის ანალიზი

საქართველოს საფონდო ბირჟა
20.05.25 13:40
110

გასულ კვირას აშშ-ის საფონდო ბირჟა მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც აშშ-სა და ჩინეთს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ქვეყნები 90 დღით აჩერებენ საბაჟო ტარიფებს და აპაუზებენ სავაჭრო ომს. ამ ნაბიჯმა მნიშვნელოვნად შეამსუბუქა დაძაბულობა და გეოპოლიტიკური რისკის დონე, რომლის ფონზე, Nasdaq-ის ინდექსი 7.15%-ით გაიზარდა, S&P 500 - 5.27%-ით, ხოლო Dow Jones-ის ინდექსის შემთხვევაში მატება 3.41% იყო.

Galt & Taggart-ის შეფასებით, ინვესტორთა განწყობა კიდევ უფრო გაუმჯობესდა აპრილის ინფლაციის მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ: სამომხმარებლო ფასების ინდექსმა (CPI) წლიურად მხოლოდ 2.3%-ით მოიმატა, რაც მოსალოდნელზე დაბალია და ინფლაციის შემცირებაზე მიუთითებს.

ფიქსირებული შემოსავლების ბაზრებზე შემოსავალი შემცირდა, რადგან აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების ღირებულება გაიზარდა, რაც ფასების ვარდნას იწვევს.

Galt & Taggart-ის ანგარიშის თანახმად, გასულ კვირას ევროპაშიც პოზიტიური ტენდენცია შეინიშნებოდა. STOXX Europe 600 ინდექსი 2.1%-ით გაიზარდა, რაც პოზიტიურად აისახა რეგიონულ ბაზრებზეც. ევროზონის მასშტაბით მარტში სამრეწველო წარმოება 2.6%-ით გაიზარდა, გერმანიაში კი ზრდამ 3.1% შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები