აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ანადის პრემიერმინისტრის, ჯასტინ ტრუდოს გადადგომას და სოციალურ მედიაში გამოეხმაურა და დაწერა, რომ კანადა აშშ-სთან უნდა გაერთიანდეს და “51-ე შტატი” გახდეს.
ტრამპმა, პირველად ამის შესახებ ტრუდოსთან შეხვედრისას გასულ თვეში იხუმრა. თუმცა ხუმრობამ კამპანიური სახე მიიღო და უკვე გუშინ, დონალდ ტრამპის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა ფოტო, რომელზედაც აშშ-ისა და კანადის ტერიტორია აშშ-ის ეროვნული დროშით არის დაფარული, რასაც კანადის ოფიციალური პირების მწვავე რეაქცია მოჰყვა.
bm.ge გთავაზობთ საქართველოსა და კანადას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს რიცხვებში და ციფრებში.
კანადა საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობას გადასინჯავს, – ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოქტომბრის ბოლოს გაკეთებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდებოდა. ამის შემდეგ, იყო ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნის შესახებ. მაშინ, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ კანადა სანქციებს დაუწესებს საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევებსა და კორუფციაში ჩართულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.
ვაჭრობა
2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოსა და კანადას შორის ვაჭრობა 5.6%-ით, 47.6 მლნ აშშ დოლარიდან 50.3 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
50 მლნ აშშ დოლარიდან 44.5 მლნ აშშ დოლარი იმპორტზე მოდის. რაც შეეხება ექსპორტს, გასული წლის 11 თვეში ზრდა თითქმის 47%-ია. საქართველომ კანადაში 5.7 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გაიტანა.
2024 წლის იანვარ-ნოემბერში TOP-5 საექსპორტო სასაქონლო ჯგუფი:
- ძრავები და ტურბინები - 1.2 მლნ აშშ დოლარი;
- ღვინო - 956.5 ათასი აშშ დოლარი;
- თხილი - 738.8 ათასი აშშ დოლარი;
- შერეული მერქნის ფანერები და პანელები - 647.4 ათასი აშშ დოლარის;
- მინერალური და მტკნარი წყლები - 432 ათასი აშშ დოლარის.
2024 წლის იანვარ-ნოემბერში TOP-5 იმპორტირებული სასაქონლო ჯგუფი:
- მსუბუქი ავტომობილები - 38 მლნ აშშ დოლარი;
- გაყინული თევზი - 938.6 ათასი აშშ დოლარი;
- დაფასოებული მედიკამენტები - 496.4 ათასი აშშ დოლარი;
- კვების პროდუქტები - 480.7 ათასი აშშ დოლარი;
- ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული ხორცი - 454.7 ათასი აშშ დოლარი.
FDI
გასულ წელს, საქართველოს ეკონომიკაში 5.1 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო, რაც ინვესტიციების 0.3%-ია.
ყველაზე მეტი, 8.4 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია კანადიდან საქართველოში 2018 წელს განხორციელდა.
ბოლო 5 წლის FDI-ის მაჩვენებლები ასეთია:
- 2019 - $400 000;
- 2020 - $800 000;
- 2021 - $8 მლნ;
- 2022 - $-4.5 მლნ;
- 2023 - $-5.1 მლნ.
ტურიზმი
2024 წლის 4 კვარტლის მონაცემები ჯერ უცნობია, თუმცა, გასული წლის სამ კვარტალში საქართველოს კანადის 6 571 მოქალაქე სტუმრობდა. 2023 წლის მაჩვენებელზე 18%-ით მეტი.
რაც შეეხება 2023 წელს საქართველოში კანადის მოქალაქეების მიერ 7 457 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 49.1%-ით მეტია. პანდემიამდელი 2019 წლის მაჩვენებელს კი, 5.2%-ით ჩამორჩება.