ყოველი წლის მაისში Deutsche Bank ატარებს კვლევას, თუ რა ღირს სხვადასხვა პროდუქციისა და მომსახურების მიღება სხვადასხვა ქალაქში. კვლევის მიზანია, დაადგინოს, რომელ ქალაქებში ჯდება ცხოვრება ყველაზე ძვირი. ბანკი ამოწმებს ფასებს დაწყებული ერთი კოლოფი სიგარეტიდან - ორ ოთახიანი ბინის იჯარის ფასით დასრულებული. ერთ-ერთი ფაქტორი, რაზეც Deutsche Bank ყურადღებას ამახვილებს, ანაზღაურებაა. კონკრეტულად კი რამდენის გამომუშავებას ახერხებენ ამა თუ იმ ქალაქში მაცხოვრები ადამიანები. აღსანიშნავია ის, რომ ქალაქებში, რომლებშიც ცხოვრება უფრო ძვირი ჯდება, დასაქმებულების ხელფასებიც მაღალია. Deutsche Bank-ის რეიტინგმა 28 ქალაქი გამოავლინა, რომელთაგან ყველაზე მეტი ყოველთვიური შემოსავალი 5764 ამერიკული დოლარი შვეიცარიაში, კერძოდ, ციურიხშია. მეორე ადგილს 4,974 ამერიკული დოლარით სან ფრანცისკო იკავებს. სან ფრანცისკოს ოდნავ, მაგრამ მაინც ჩამორჩება ნიუ იორკი, სადაც ყოველთვიური ანაზღაურება 4,115 ამერიკული დოლარია. მეოთხე ადგილი კი სიდნეიმ 3,914 ამერიკული დოლარით დაიკავა. ხუთეულს 3,740 ამერიკული დოლარით ბოსტონი ასრულებს. Deutsche Bank-ის სრული რეიტინგი კი ასე გამოიყურება:
1. ციურიხი $5,764
2. სან ფრანცისკო $4,974
3. ნიუ იორკი $4,115
4. სიდნეი $3,914
5. ბოსტონი $3,740
6. ოსლო $3,664
7. ჩიკაგო $3,650
8. კოპენჰაგენი $3,462
9. დუბაი $3,447
10. ფრანკფურტი $3,389
11. ლონდონი $3,389
12. მელბურნი $3,263
13. სინგაპური $3,099
14. ამსტერდამი $3,058
15. ტოკიო $3,004
16. სტოკჰოლმი $2,999
17. ჰელსინკი $2,988
18. ველონგტონი, ახალი ზელანდია $2,946
19. პარიზი $2,886
20. დუბლინი $2,762
21. ოკლენდი $2,723
22. ედინბურგი $2,565
23. ჰონგ კონგი $2,550
24. ტორონტო $2,519
25. ბერლინი $2,482
26. ბრიუსელი $2,480
27. ვანკუვერი $2,458
28. ვენა $2,425