მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ სამინისტროებს უმცირდებათ დაფინანსება?

5edf2d4e60ad6
შოთა ტყეშელაშვილი
09.06.20 10:32
2069

მთავრობა რიგი უწყებების დაფინანსების შემცირებას გეგმავს. 2020 წლის ბიუჯეტის განახლებული პროექტის მიხედვით, ყველაზე მეტად, 251 მილიონი ლარით ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი მცირდება, ხოლო 177 მილიონი ლარით განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტის შემცირება არის დაგეგმილი. ჯამურად ამ შემცირებებით 600 მილიონი ლარის დაზოგვა არის დაგეგმილი, რისი უდიდესი ნაწილის მიმართვაც სოციალურ ხარჯებზე მოხდება.

უწყებების მიხედვით, შემცირებები ასეთია:

● ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 251 მლნ ლარით მცირდება;
● განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - 177.7 მლნ ლარით მცირდება;
● თავდაცვის სამინისტრო - 75 მლნ ლარით ლარით მცირდება;
● ქალაქ თბილისის ტრანსფერი - 35 მლნ ლარით მცირდება;
● ეკონომიკის სამინისტროს ტრანსფერი - 26 მლნ ლარით მცირდება;
● სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტრო - 15 მლნ ლარით მცირდება;
● ფინანსთა სამინისტრო - 12 მლნ ლარით მცირდება;
● შსს 10 მილიონი ლარით მცირდება;
● საერთო სასამართლოები - 8 მლნ ლარით მცირდება;
● პარლამენტი - 4 მლნ ლარით მცირდება;
● საგარეო საქმეთა სამინისტრო - 3 მლნ ლარით მცირდება.

უფრო დეტალურად, ბიუჯეტის პარამეტრებს მათი გამოქვეყნებისთანავე შემოგთავაზებთ. 



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები