მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი მითების გამტკიცებას ცდილობს “ოცნება“ ქართული NGO სექტორის მიმართ? - ეკა გიგაურის განმარტება

ეკა გიგაური

„საქართველოს მთავრობას, ბიძინა ივანიშვილს ბევრად მეტი [ფული] აქვს ვიდრე მთლიანობაში მთელ NGO სექტორს, აქტივისტებს, მედიას და ბევრ ადამიანს ვინც წინააღმდეგობაშია ჩართული“, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა „ანალიტიკას“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა ქართული NGO სექტორზე მითებს ქმნის, რაც ადამიანების გარკვეულ რაოდენობას სჯერა. ეკა გიგაურის მოსაზრებით, თუ რომელიმე ადამიანს ინფორმაციის ნაკლებობის გამო "ოცნების" მითების სჯერა, მათთან საუბარია საჭირო.

„არიან ადამიანები რომლებსაც სჯერათ რომ ვიღაც შეიძლება სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებდეს, ან [NGO სექტორი] ძალიან მდიდრები ვართ, რაც გადამოწმებადია ჩვენს ვებგვერდებზე და შეუძლიათ ნახონ, ვის რამდენი აქვს. დამიჯერეთ, საქართველოს მთავრობას, ბიძინა ივანიშვილს ბევრად მეტი აქვს ვიდრე მთლიანობაში მთელ NGO სექტორს, აქტივისტებს, მედიას და ბევრ ადამიანს ვინც წინააღმდეგობაშია ჩართული. „ოცნებას” როგორც ჩანს გამოკვლეული აქვს სხვადასხვა ფოკუსჯგუფებში და ხედავენ, რომ ადამიანების გარკვეული რაოდენობა რაღაც მესიჯებს უჯერებს. მაგალითად, აგენტების შესახებ ალბათ ნაკლებად იჯერებენ, მაგრამ ალბათ ადამიანი ფიქრობს, რა არის სხვა ქვეყნის ინტერესი და რა ჩვენი ქვეყნის.

მაგალითად ჩვენ როცა წლის განმავლობაში 2 000 ადამიანს ვეხმარებით უფასო იურიდიული კონსულტაციებით ეს იმ ადამიანის ინტერესია და არა რომელიმე სხვა სახელმწიფოს ინტერესი.

როცა საუბარია არჩევნების დროს გაყალბებაზე, ეს ხომ მოქალაქის ინტერესია. ხელისუფლება თითქოს აღრევას აკეთებს, რომ თითოს საქართველოს მოქალაქეს სურს, სასამართლოში იყოს მურუსიძე და ყველა ვინც ამბობს, რომ მურუსიძე არ იყოს ამ სასამართლოში, ატარებს სხვა ქვეყნის ინტერესებს და რატომ?! უპირველესად ჩვენი ქვეყნის ინტერესია, მუსურიძე სასამართლოში არ იყოს და იყოს წესიერი მოსამართლე, რომელიც მიუხედავად იმისა, რომელი პარტია იქნება ხელისუფლებაში კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

მეორე საკითხი, რისიც შეიძლება სჯეროდეთ, (რუსეთშიც იგივე პროპაგანდაა) არის რომ მმართველი პარტია არ არის იდეალური, მაგრამ ოპოზიცია ყველა ცუდია. ან ჩემი ინსტიტუტები კი არ არიან იდეალური, მაგრამ ევროპაში უარესია. ამას ვუყურებთ რუსეთის სამთავრობო არხებზე და ქართულ სამთავრობო არხებზეც.

მნიშვნელოვანია ადამიანებმა ეს პროპაგანდა აღარ მიიღონ, რადგან ადამიანებმა ისეთ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ სადაც არავინ არ მოატყუებთ.

"მშვიდობა", „დიფ სთეითი“, "გლობალური ომის პარტია", "აბა ომი გინდათ", - ალბათ უფრო მეტი მუშაობაა საჭირო, რომ მსგავს მითებსაც დავუპირისპირდეთ. სპეციალურად იყენებენ უცხო სიტყვებს იმისთვის, რომ ადამიანებმა იფიქრონ რომ რაღაცა საოცარი ამბავი ხდება. გასაგებია, რომ ყველას ეშინია საზოგადოებაში ომის და ომი არავის გვინდა. ჩვენ გვქონდა ომი და ეს დიდი ტრაგედიაა, მაგრამ თუ ვინმეს ინფორმაციის ნაკლებობის გამო [მითების] სჯერათ ჩვენ ამათ უნდა ვესაუბროთ", - განაცხადა ეკა გიგაურმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები