მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რომელი სექტორი შეედრება საბანკო სექტორს ან გამჭვირვალობით ან ზრდით?"

5ad4922d41edf
თელარა გელანტია
16.04.18 16:07
812
„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილის გიორგი შაგიძის განცხადებით, „არის ბევრი თემა, რომელიც შეიძლება უკეთ გაკეთდეს, მაგრამ საბანკო სექტორი დღეს ნამდვილად ეკონომიკის ფლაგმანია“.

ამის შესახებ შაგიძემ ჟურნალისტებს ფინანსთა სამინისტროში ბანკირებსა და ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძეს შორის გამართული 1-საათიანი დახურული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

BM.ge-ის კითხვას - როგორ ესმით ფრაზა - „ფინანსთა მინისტრი ახალი სამართლიანი თამაშის წესებისთვის“ და ნიშნავს თუ არა აღნიშნული იმას, რომ დღეს ბანკები უსამართლო თამაშის წესებით მოქმედებენ, შაგიძემ ასეთი პასუხი გასცა:

„ვთვლით, რომ არის ბევრი თემა, რომელიც შეიძლება უკეთ გაკეთდეს, მაგრამ საბანკო სექტორი დღეს ნამდვილად არის ეკონომიკის ფლაგმანი ყველა მიმართულებით - ეს იქნება კორპორატიული მართვა, მენეჯმენტის ხარისხი, გამჭვირვალეობა, ზრდა და ა.შ“, - განაცხადა შაგიძემ და ოფიციალური სტატისტიკაც მოიშველია იმის დასტურად, რომ საბანკო სექტორში სესხებზე პროცენტები კლებადია.

„შარშან მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტება 21%-ით გაიზარდა. 2012 წელს მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე პროცენტი 15% იყო. შარშან იყო 10%. ბუნებრივია, როცა ვხედავთ დაკრედიტების ასეთი ტიპის ზრდას, ასეთი ტიპის კლებას საბანკო პროცენტებზე, რომელია სხვა სექტორი, რომელიც შეედრება ან გამჭვირვალობით, ან ზრდით ან ასეთი ხელშეწყობით“, - განაცხადა შაგიძემ.

რაც შეეხება მინისტრთან შეხვედრას, „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილის შეფასებით, შეხვედრა იყო პოზიტიური და კონსტრუქციული და შეეხებოდა მთავრობის ახალ ინიციატივებს.

„გავაგრძელებთ სამუშაო რეჟიმში მუშაობას შემდეგი 2-3 კვირის განმავლობაში და შევთანხმდით, რომ კიდევ ერთხელ შევხვდებით მაისის პირველ დეკადაში, რომ კიდევ უფრო მეტი დეტალი გავუზიაროთ ერთმანეთს“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები