Business Insider საუკეთესო ავიახაზების რეიტინგს აქვეყნებს. მომსახურების ხარისხი, თვითმფრინავის დროული და უსაფრთხო როგორც აფრენა ისე დაშვება - ამ მახასიათებლებით სულ 13 კომპანია გამოვლინდა. პირველ ადგილს Qatar Airways იკავებს, თვითმფრინავის უსაფრთხო დაშვებების რაოდენობით მან საუკეთესო 9.07 ქულა დაიმსახურა 10 ქულიდან. კომპანია, თავისი მგზავრებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნის მიზნით, იშვიათად ცვლის ფრენის დროს. შემდეგ ადგილს მაღალი ხარისხის მომსახურებით გერმანული ავიახაზი Lufthansa 8.57 ქულით იკავებს. Lufthansa -ს კი Etihad Airways 8,43 ქულით მოსდევს. ეს ავიახაზები მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდაა აღიარებული.
2018 წლის საუკეთესო ავიახაზების ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:
1. Qatar Airways — 9.07 ქულა
2. Lufthansa — 8.57 ქულა
3. Etihad Airways — 8.43 ქულა
4. Singapore Airlines — 8.33 ქულა
5. South African Airways — 8.31 ქულა
6. Austrian Airlines — 8.25 ქულა
7. Aegean Airlines — 8.19 ქულა
8. Qantas — 8.12 ქულა
9. Air Malta — 8.09 ქულა
10. Virgin Atlantic — 8.04 ქულა
11. KLM — 8.01 ქულა
12. Norwegian — 8 ქულა
13. Wizz Air — 7.95 ქულა