პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ სავაჭრო ომის წამოწყება და მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ ტარიფების დაწესება გლობალურმა ინვესტორებმა უკიდურესად ნეგატიურად მიიღეს, რაც საფონდო ინდექსების მკვეთრ ვარდნაზე აისახა.
ტარიფების დაწესებიდან დღემდე, მსოფლიოში თითქმის ყველაფრის შეფასება დაეცა, თუმცა საინტერესოა, რომ ყველაზე დიდი დანაკარგი იმ ამერიკულ კომპანიებს აქვთ, რომელთა მილიარდერი ხელმძღვანელები ტრამპის ინაუგურაციას პირადად ესწრებოდნენ და მის სიტყვით გამოსვლას ტაშს უკრავდნენ.
როგორც ჩანს, ტრამპის სატარიფო პოლიტიკამ ყველაზე მეტად ამერიკულ „დიდ შვიდეულს“ დაარტყა, ზარალის დეტალური მოცულობა კი ასე გამოიყურება:
#1 - Apple
ტიმ კუკი
დანაკარგი: -$651 მლრდ | -17.5%
კაპიტალიზაცია: $2.72 ტრლნ
#2 - Nvidia
ჯენსენ ჰუანგი
დანაკარგი: -$330 მლრდ | -10%
კაპიტალიზაცია: $2.38 ტრლნ
#3 - Amazon
ჯეფ ბეზოსი
დანაკარგი: -$195 მლრდ | -6.5%
კაპიტალიზაცია: $1.86 ტრლნ
#4 - Meta
მარკ ცუკერბერგი
დანაკარგი: -$176 მლრდ | -9.6%
კაპიტალიზაცია: $1.31 ტრლნ
#5 - Tesla
ილონ მასკი
დანაკარგი: -$153 მლრდ | -11.5%
კაპიტალიზაცია: $750 მლრდ