მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს 5 მილიარდი რუბლით დაეხმარება

რუბლი

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთს რუსეთი 5.2 მლრდ რუბლით დაეხმარება. აღნიშნული თანხა დოლარში 48 მილიონია. ჯამში ოკუპირებული აფხაზეთის 2025 წლის ბიუჯეტი 17 მლრდ რუბლია.

დე ფაქტო ფინანსთა მინისტრის, ვლადიმერ დელბას ინფორმაციით, მოსკოვიდან გამოყოფილი თანხის დიდი ნაწილი სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას მოხმარდება. მისი თქმით, ფინანსების ნაწილი ასევე მოხმარდება საჯარო სექტორის თანამშრომელთა ხელფასების თანადაფინანსებას.

ცნობისთვის, რუსეთმა 2024 წლის შემოდგომიდან, აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა. შეჩერდა, მათ შორის, ე.წ. საჯარო სექტორის თანამშრომელთა ხელფასების თანადაფინანსება. მიზეზი, სხვა საკითხებთან ერთად, ე.წ. საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების ჩაგდება იყო, რაც დე ფაქტო დეპუტატებს მოქალაქეების პროტესტის გამო მოუწიათ.

დეკემბერში, დე ფაქტო ფინანსთა მინისტრი აცხადებდა, რომ ისინი ე.წ. საჯარო მოხელეებს ხელფასებს ვერ უხდიდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები