მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი საქართველოსთვის #2 საექსპორტო ბაზარია

5bcb9b9670ecd
თელარა გელანტია
21.10.18 10:23
1803
რუსეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების სამეულშია.

საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 65.9% შეადგინა.

უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია: თურქეთი (1 253.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (990.3 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (810.7 მლნ. აშშ დოლარი).

აღსანიშნავია, რომ რუსეთი იმ ქვეყნების სამეულშია, სადაც საქართველოდან ყველაზე მეტი ექსპორტი ხორციელდება. კერძოდ, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში აზერბაიჯანში ექსპორტმა 342.9 მლნ დოლარი შეადგინა, სომხეთში - 199.2 მლნ დოლარი, ხოლო საქართველოდან რუსეთში 314 მლნ 684 ათასი დოლარის საქონელი იქნა ექსპორტირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთი საქართველოს ნომერ მეორე საექსპორტო ბაზარია.

ცნობისთვის: 2017 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთ-საქართველოს შორის ექსპორტის მოცულობა 275 მლნ 843 ათასი დოლარი იყო.

2016 წლის ანალოგიურ პერიოდში კი, საქართველოდან რუსეთში გაყიდული საქონლის ღირებულება 132.1 მლნ დოლარს შეადგენდა.

საქსტატის მონაცემებითვე, წელს, 9 თვეში რუსეთში 100 მლნ დოლარის ფეროშენადნობები იქნა ექსპორტირებული; შემდე მოდის ღვინის ექსპორტი 82.4 მლნ დოლარით და მესამე ადგილზეა მინერალური და მტკნარი წყლები - რუსეთში სულ 35.3 მლნ დოლარის წყლების ექსპორტი განხორციელდა.

რაც შეეხება იმპორტს, გასულ წელთან შედარებით, 541,2 მლნ-დან 675.6 მლნ დოლარამდეა გაზრდილი რუსეთიდან იმპორტი. იმპორტირებული სასაქონლო ჯგუფების სამეულშია: ნავთობი და ნავთობპროდუქტები (142,2 მლნ დოლარი), ხორბალი და მესლინი (73.5 მლნ დოლარი) და ქვანახშირის კოქსი და ნახევარკოქსი (26.1 მლნ დოლარი).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები