მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ryanair-თან მოლაპარაკებები საქართველოში შემოსვლის შესახებ გრძელდება

5b2f34bc89aa3
დავით ჯალაღონია
24.06.18 10:15
1299

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის ქეთევან ალექსიძის განცხადებით, Ryanair-თან მოლაპარაკებები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.

"ამ ეტაპზე ზოგადად, თანამშრომლობის პრინციპებს განვიხილავთ. აქტიურ ფაზაში ვართ. სხვადასხვა საკითხზე გვაქვს მოლაპარაკებები, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერ მივაღწიეთ ისეთ შედეგს, რაც ორივე მხარისთვის მისაღები იქნებოდა", - განუცხადა ქეთი ალექსიძემ BM.GE-ს და დასძინა, რომ კონკრეტულად რომელი წლიდან განიხილება აღნიშნული ავიაკომპანიის საქართველოში შემოსვლა, ვერ დააკონკრეტებს.

შეგახსენებთ, რომ Ryanair-ის წარმომადგენლები თბილისში, მიმდინარე წელს, საავიაციო ფორუმის CONNECT 2018-ის ფარგლებში იმყოფებოდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები