საარსებო მინიმუმი გაიზარდა. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, მაისში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმა 157 ლარი 50 თეთრი შეადგნა, რაც წინა თვესთან შედარებით 80 თეთრით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4 ლარით.
ოჯახის ტიპების მიხედვით საარსებო მინიმუმი შემდეგია:
ორსულიანი - 251,9 ლარი
სამსულიანი - 283,4 ლარი
ოთხსულიანი - 314,9 ლარი
ხუთსულიანი - 354,2 ლარი
ექვსსულიანი და მეტი - 418,8 ლარი
საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია "საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.