მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბაჟო სფეროში დეკლარირების ახალი ფორმა ინერგება

5b962ea174bdf
BM.GE
10.09.18 12:41
796
ახალი საბაჟო კოდექსით ჩნდება შესაძლებლობა, პირმა საბაჟო დეკლარირება მოახდინოს საკუთარ ჩანაწერებში მონაცემების შეყვანით, რაც გულისხმობს დეკლარირების ავტომატური სისტემის დანერგვას საბაჟო სფეროში, რაც უზრუნველყოფს დეკლარანტის ადმინისტრაციული დანახარჯების შემცირებას.

ახალი საბაჟო კანონმდებლობა ითვალისწინებს გარანტიის ახალი სახის - თავდებობის გამოყენების შესაძლებლობას.

ახალი საბაჟო კოდექსით მნიშვნელოვნად მარტივდება საბაჟო პროცედურები - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა საბაჟო კოდექსის პროექტის პრეზენტაციისას.

მისი თქმით, ახალი საბაჟო კოდექსით, მარტივდება სასაზღვრო ფორმალობები. გადამზიდავ კომპანიას საშუალება ეძლევა წინასწარ განახორციელოს ზოგადი დეკლარირება, საქონლის შემოტანისას 200, ხოლო გატანისას 150 დღით ადრე, რაც გამოიწვევს საზღვარზე აღრიცხვის მოწმობის გამოწერისთვის საჭირო დროის დაზოგვას.

გარდა ამისა, სიახლეა, რომ ახალი საბაჟო კოდექსით, საქართველოში დაინერგება ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სისტემა.

ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სისტემა ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის ნდობის უფრო მაღალი ხარისხის არსებობას, რაც ასევე, გულისხმობს ქართული ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის აღიარებას ევროკავშირის ქვეყნებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები