"საბანკო განვადებების სისტემა მნიშვნელოვნად შემცირდება"
ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ლევან კალანდაძე მიიჩნევს, რომ საბანკო განვადებების სისტემა მნიშვნელოვნად შემცირდება. მისი აზრით, ასევე შეიცვლება განვადების პრინციპიც.
"საბანკო განვადების შემთხვევაში სესხს ბანკიდან იღებდით, ამას ვეღარ გააკეთებთ. სამაგიეროდ რითეილერი თვითონ აიღებს ბანკიდან სესხს და შიდა განვადებით გაყიდის საქონელს. ბანკებისთვის ეს პრობლემას არ ქმნის, მაგრამ თავად რითეილერებს გაუჩნდებათ გარკვეული დისკომფორტი“, - განაცხადა კალანდაძემ გადაცემა ,,ანალიტიკაში“.
მისი აზრით, საცალო ვაჭრობის სფეროს მოუწევს ისეთ სეგმენტში შესვლა, სადაც მისი ადგილი არ არის. ,,კრედიტები, განვადებები, ეს საბანკო-საფინანსო სფეროს საქმეა და არა სავაჭრო სფეროსი“, - აღნიშნა კალანდაძემ.