მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საბანკო სექტორის მოლოდინები გდაჭარბებულად პესიმისტურია"

5bc880d161658
თელარა გელანტია
18.10.18 16:46
1221
კობა გვენეტაძის განცხადებით, ფიზიკური პირების დაკრედიტების ახალ წესთან დაკავშირებით, საბანკო სექტორის მოლოდინები გადაჭარბებულად პესიმისტურია. ასე უპასუხა გვენეტაძემ BMG-ის კითხვას, რომელიც 11 ბიზნეს გაერთიანების და მათ შორის საბანკო სექტორის იმ გათვლებს შეეხებოდა, რომლის თანახმად, ფიზიკური პირების დაკრედიტების ახალი წესის ამოქემდების შედეგად, ეკონომიკური ზრდა 3%-ით შემცირდება, ხოლო უახლოესი 12 თვის განმავლობაში საკრედიტო პორტფელი 3.5-4%-ით შემცირდება.

ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საბანკო სექტორის გათვლები არის პესიმისტური და ის ეყრდნობა ფიზიკური პირების დაკრედიტების წესის დებულების ძველ ვერსიას. როგორც გვენეტაძემ აღნიშნა კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა მთავარ ბანკირს არ დაუკონკრეტებია რამდენად შერბილდება დებულების საბოლოო ვერსია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები