საბერძნეთში საქართველოს ელჩის იოსებ ნანობაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ საბერძნეთში მიგრაციის ნაკადი გაიზარდა, თუმცა, არა დრამატულად. ამის შესახებ ელჩმა bm.ge-ს განუცხადა.
"ნაკადი გაიზარდა, თუმცა, ზოგადი ევროპული პრაქტიკის ფარგლებში ჯდება. იმ ტიპის ზრდა, რომლის საფუძველზეც ბერძენი პარტიორები გამოხატავდნენ წუხილს, არ ყოფილა. მათ ჩვენ მუდმივად ვაწვდით ინფორმაციას ჩვენს მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგების შესახებ. ასევე ბერძნული მხარე გვატყობინებს, არის თუ არა დრამატული ცვლილება, რომელიც მათ წუხილს იწვევს. ამ ეტაპისთვის, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არცერთ დონეზე არ დაფიქსირებულა მათი წუხილი ან თავშესაფრის მაძიებლების, ან არალეგალური მიგრანტების დრამატული ზრდის მიმართულებით",- აცხადებს ელჩი.