მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად არის საოფისე ფართები ყველაზე ძვირი

5b3251acb5476
ლევან თაღიაშვილი
26.06.18 18:21
1110

საცხოვრებლად ყველაზე ძვირი ქალაქი მსოფლიოში კვლავ ჰონგ კონგია. ინფორმაციას საკონსულტაციო კომპანია Mercer-ზე დაყრდნობით Bloomberg ავრცელებს. მეორე ადგილს აზიის კიდევ ერთი ფინანსური ჰაბი - ტოკიო იკავებს. მე-3 და მე-4 ადგილი ციურიხსა და სინგაპურს ეკუთვნის, ხუთეულს კი ყველაზე ძვირადღირებულ ქალაქებში სეული იკავებს

გარდა ამისა, გამოქვეყნდა ყველაზე ძვირადღირებული საოფისე ადგილები, რომელშიც კვლავ ჰონგ-კონგი ლიდერობს. Bloomberg-ის მონაცემებით, ქალაქში ერთ კვადრატულ მეტრზე ღირებულება 307 დოლარს შეადგენს. მეორე ადგილზე ლონდონის დასავლეთ ნაწილია სადაც ეს მაჩვენებელი 235 დოლარია. რეიტინგში მათ შემდეგ მოდიან ისეთი ქალაქები, როგორიცაა: პეკინი, ნიუ-იორკი, ტოკიო და ნიუ დელი. 

 

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები