მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგადასახადო ზედმეტობის სახით ბიზნესმა 333 მლნ ლარი მიიღო

5bbf073ed1d4e
თათია ჩაფიჩაძე
11.10.18 12:17
711
2018 წლის ოქტომბრის მდგომარეობით საგადასახადო ზედმეტობის სახით 333 მლნ ლარია დაბრუნებული. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეცვლილი პროცედურების შედეგად ბიზნესი თანხებს დაბრკოლებების გარეშე იღებს. რაც შეეხება ავტომატური დაბრუნების სისტემის დანერგვას, როგორც „საქმიანი დილისთვის“ მოწერილ ოფიციალურ პასუხში ვკითხულობთ, ადამიანური რესურსების ჩართულობის გარეშე საკუთარ აქტივებზე ბიზნესს წვდომა 2019 წლის იანვრიდან შეეძლება.

ფინანსთა სამინიტროში ასევე განმარტავენ, რომ მიუხედავად 2 თვიან ნახევრიანი პერიოდისა, 2018 წლის ბოლომდე ბიზნესი უკან 500 მლნის დაბრუნებას შეძლებს, რაც ნიშნავს იმას, რომ 2018 წელს ზედმეტობის სახით ბიზნესს დაუბრუნდება იმდენივე, რაც 2015-2016-2017 წლების მთლიანი მოცულობა იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები