მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგამოცდო ცენტრებისთვის კონდიციონერების შესაძენად 2 მლნ ლარი გამოიყო

5b38c0bdecc65
თათია ჩაფიჩაძე
01.07.18 18:50
846
განათლების სამინისტრო საგამოცდო ცენტრებისთვის რამდენიმე ასეულ კონდიციონერს დაჩქარებული წესით ყიდულობს. საქართველოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ კონდიცირების საშუალებების შესაძენად 2 მლნ ლარი გამოყო. როგორც BM.GE-ს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში განუცხადეს, ამ თანხად საქართველოს 21 საგამოცდო ცენტრში, მობილური კონდიციონერების შეძენა უნდა მოხერხდეს. ხოლო თუ არსებული ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე, მობილური კონდიცირებით ცენტრების აღჭურვა ვერ მოხერხდა, მაშინ შესაძლო თანხა გაიზარდოს და უწყებამ სპლიტ სისტემის გაგრილების საშუალებები შეიძინოს.  

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია კი აცხადებს, სამ საჯარო სკოლაში კონდიციონერების მონტაჟი უკვე მიმდინარეობს. მისივე თქმით, ვიდრე საგამოცდო ცენტრებში კონდიცირების სისტემა დამონტაჟდება, ყველგან ჰაერის გამაგრილებელი ვენტილატორები დაიდგმება.

"შერჩევის კრიტერიუმი ორია. ერთი არის ჰაერის ტემპერატურული რისკები, მეორე რასაც არაერთხელ ავღნიშნავ, ის რომ ყველა სკოლას არ აქვს საშუალება ელექტრომომარაგების სიმძლავრეებით უზრუნველყოს ყველა ოთახში კონდიცირების სისტემის მუშაობა. შესაბამისად, ამ ეტაპზე ხდება დამონტაჟება იმ სკოლებში, სადაც ამის საშუალება არის. პარალელურად მიმდინარეობს დანარჩენი სკოლების ელექტრომომარაგების სიმძლავრეების მომატების პროცესი. ამასთან ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ინტენსიურად მუშაობს პირველ რიგში ჩვენს თურქ პარტნიორებთან იმისთვის, რომ მობილური კონდიციონერები რაც შეიძლება სწრაფად შემოვიდეს საქართველოში." - აცხადებს მურღულია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 ივნისის სხდომის N19 ოქმის თანხმად (ქვეყანაში მოსალოდნელი ტემპერატურის მატების გამო) 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგამოცდო ცენტრების ჰაერის კონდიცირების საშუალებებით უზრუნველყოფა დაევალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები