მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკონსულტაციო ჯგუფი Mott Macdonald თბილისის მერიას ახალი უწყების შექმნას ურჩევს

5bbf31c2d75ca
სალომე მეცხვარიშვილი
11.10.18 17:08
837
საკონსულტაციო ჯგუფი Mott Macdonald თბილისის მერიას ახალი უწყების შექმნას ურჩევს. ამის შესახებ თბილისის საკრებულოში კომპანიის მომხმსენებელმა მარკ სელინმა განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა შეიქმნას ახალი სსიპ, რომელიც მთლიანად სატრანსპორტო პოლიტიკის შექმნასა და აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი.

„ახალი სატრანსპორტო სამსახურის ფუნქცია ბევრი რამ შეიძლება იყოს, თუმცა, მთავარი ისაა, რომ ერთ უწყებაში იქნება თავმოყრილი მთლიანი სატრანსპორტო პოლიტიკა. მისი საქმიანობა უნდა გავრცელდეს არამხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, არამედ საპარკინგე პოლიტიკაზე, ტაქსების რეგულაციების აღსრულებაზე, საცობებისა და გზების მშენებლობაზე და ა.შ. აქ იქნებიან სპეცილიზებული კადრები, რომლებიც გადამზადდებიან და ექნებათ უფრო მაღალი ხელფასები, ვიდრე მერიაში დღეს აქვთ. რადგან ამ პირობებში რთულია კვალიფიციური კადრების შენარჩუნება“,- აცხადებს მარკ სელინი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები