ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ, Salesforce-მა, რომელიც Cloud-სერვისების მიწოდების მიმართულებით გლობალურ ლიდერად ითვლება, ინვესტორების მოლოდინებს გადააჭარბა და დამაკმაყოფილებელი ფინანსური შედეგები წარმოადგინა.
როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კომპანიამ $9.8 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც 8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია და ანალიტიკოსების პროგნოზს $50 მილიონით აჭარბებს.
Salesforce-ის პროგნოზით, მეორე კვარტალი კიდევ უფრო უკეთესი იქნება და შემოსავალი $10.1 მილიარდს მიაღწევს, რაც თითქმის $100 მილიონით მეტი იქნება პროგნოზირებულ მაჩვენებელზე.
საერთო ჯამში, წელს კომპანია $41 მილიარდის შემოსავლის მიღებას გეგმავს.
ფინანსური შედეგების წარმოდგენის ფონზე, Salesforce-ის კაპიტალიზაცია $265 მილიარდამდე არის გაზრდილი.