მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამბოს ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს ქართველმა სპორტსმენებმა 8 მედალი მოიპოვეს

სამბოს ევროპის ჩემპიონატი

კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში სამბოს ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა პირველივე დღეს რვა მედლის მოპოვება მოახერხა.

რვიდან ორი ოქროს მედალი ჩვენს ქვეყანას 64კგ-ში მოასპარეზე ავთო მუკბანიანმა და 72კგ-ში ნინო ოძელაშვილმა მოუტანეს.

მუკბანიანმა ფინალში უკრაინელ დმიტრო იევდოშენკოს 7:1 სძლია, ხოლო ოძელაშვილმა ნიდერლანდელი ფალავანი ნაომი ოვერკამპი, მშრალად, 7:0 დაამარცხა და ევრო პირველობა მესამედ მოიგო.

ვერცხლის მედლები მოიპოვეს 88კგ-ში გიორგი ეგნატაშვილმა და 71კგ-ში შერეული საბრძოლო ხელოვნების ვარსკვლავმა რაულ თუთარაულმა.

რაც შეეხება მესამე ადგილს, ბრინჯაოს მფლობელები გახდნენ: ომარ ნიაზაშვილი (79 კგ, ბრინჯაო), მიშიკო ნოზაძე (98 კგ, ბრინჯაო), ელენე ქებაძე (80 კგ, ბრინჯაო) და გიგა სოფრომაძე (58 კგ, ბრინჯაო, საბრძოლო სამბო).

ქართველ სამბისტებს მედლების მოპოვების შანსი დღესაც მიეცემათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები