მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამგორის რაიონის გამგებლის კანდიდატურად კახა გულედანი დასახელდა

5ae027735f8e1
მეგი კავთუაშვილი
25.04.18 11:00
979
თბილისის მერმა კახა კალაძემ სამგორის რაიონის გამგებლად კახა გულედანი დაასახელა.

„დღეს გადაიგზავნება საკრებულოში კანდიდატურა და პროცედურების მიხედვით, როგორც არის კანონით გათვალისწინებული, ისე ვიმოქმედოთ“ - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

კახა გულედანი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

სამგორის რაიონის ყოფილმა გამგებელმა დავით კერესელიძემ თანამდებობა რამდენიმე კვირის წინ დატოვა. მიზეზად, მისი გამგებლობის პერიოდში რაიონის გეგმის შესრულებაში ჩამორჩენა დასახელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები