მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამინისტრო "კა დე ვე ჯორჯიას" ბრალდებებს პასუხობს

5b55f5f383ed2
ელენე გოგბერაშვილი
24.07.18 09:00
869
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის პროექტის განმახორციელებელ კომპანია „ კა დე ვე ჯორჯიას“ პასუხობს.

აღნიშნულმა კომპანიამ თბილისის მერიის ტენდერში გაიმარჯვა და ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა უნდა დაეწყო, თუმცა როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა bm.ge-ს განუცხადა, გარემოს დაცვის სამინსიტრო ხელშეკრულებაში მწარმოებლის გაფართოვებული ვალდებულების ჩადებას ითხოვს, რაც სპეციფიკური ნარჩენების გადამუშავებას ითვალისწინებს, მაშინ როცა ტენერის პირობების მიხედვით, მათ მხოლოდ „თბილსერვის ჯგუფის“ შეგროვებული საყოფაცხოვრებო ნარჩენები უნდა გადაემუშავებინათ. კომპანია უშვებს შესაძლებლობას, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო პროექტის განხორციელებას მიზანმიმართულად უშლის ხელს, რადგან მათი თქმით, პროექტის განხორციელებით ბევრი პირია დაინტერესებული.

გარემოს დაცვის სამინისტრო აღნიშნული ბრალდების პასუხად განმარტავს, რატომ ითხოვს ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანას.

„ნარჩენების მართვის კოდექსი“ ითვალისწინებს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) დანერგვას 2019 წლის 1 დეკემბრიდან. ეს გულისხმობს, რომ პროდუქტის მწარმოებელს/ბაზარზე განმათავსებელს ეკისრება გამოყენებული პროდუქციისაგან წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვების, სეპარაციის და დამუშავების პასუხისმგებლობა მათი შემდგომი აღდგენის მიზნით. ამასთან ერთად, ნარჩენების მართვის კოდექსიდან გამომდინარე, მთავრობამ დაამტკიცა ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია (2016-2030წწ) და ეროვნული სამოქმედო გეგმა (2016-2020წწ), რომელიც ითვალისწინებს ასევე მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ხელშეწყობას და ეტაპობრივ დანერგვას მუნიციპალიტეტების მიხედვით. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების მართვის ქვეშ ექცევა ისეთი სპეციფიკური ნარჩენების მართვის ნაკადები, როგორიცაა შეფუთვის ნარჩენები (მუყაო, პლასტიკის და შუშის ბოთლები, პლასტიკის პარკები, ტეტრაპაკი და ა.შ.), ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები, გამოყენებული ზეთები, ხმარებიდან ამოღებული ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები, საბურავები, აკუმულატორები, ბატარეები. 2019 წლის 1 თებერვლიდან მუნიციპალიტეტებისათვის ძალაში შედის ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემების ეტაპობრივი დანერგვის ვალდებულება. ასევე, მუნიციპალიტეტებს აქვთ ვალდებულება შეიმუშაონ და დაამტკიცონ მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმები, რაც შესაბამისობაში უნდა იყოს ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიასთან და ეროვნულ სამოქმედო გეგმასთან. მუნიციპალიტეტები ვალდებულნი არიან გაითვალისიწინონ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისა და სეპარირებული შეგროვების საკითხები მუნიციპალური ნარჩენების მართვისას. შესაბამისად, კანონმდებლობის მოცემული დანაწესები გათვალისწინებული უნდა იყოს ქ. თბილისის მერიასა და შესაბამის კომპანიას შორის დადებულ ხელშეკრულებაშიც“-აცხადებენ სამინისტროში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები