მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Sanofi ამერიკულ Blueprint-ს $9.5 მილიარდად ყიდულობს

sanofi

ფრანგული ფარმაკოლოგიური გიგანტი Sanofi ამერიკულ სტარტაპ Blueprint-ს 9.5 მილიარდ დოლარად ყიდულობს.

გარიგების შედეგად, ფრანგული კომპანია იშვიათი იმუნოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატებს მიიღებს, რომელთაც მომავალში Sanfi-ის ბრენდის ქვეშ გაყიდის.

ტრანზაქცია ნაღდი ფულის სახით განხორციელდება, ანუ Blueprint-ის წილის სანაცვლოდ Sanofi სტარტაპის ინვესტორებს თითოეულ აქციაში 129 დოლარს გადაუხდის, რაც თითქმის 27%-იანი პრემიუმია.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Sanofi-ის კაპიტალიზაცია $126 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის ფარმაკოლოგიური კომპანიების გლობალურ რეიტინგში ერთ-ერთი ლიდერია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები