მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო ფონდში არესებულმა დანაზოგებმა 6.9 მილიარდ ლარს მიაღწია

საპენსიო სააგენტო

საქართველოს საპენსიო ფონდი საინვესტიციო საქმიანობის შედეგებს აქვეყნებს. ფონდის აქტივების ზომამ 6.9 მილიარდ ლარს მიაღწია, საიდანაც 5.2 მილიარდი ლარი საპენსიო სისტემის მონაწილეთა შენატანებს, 1.7 მილიარდი ლარი კი ამ აქტივებზე დარიცხულ სარგებელს წარმოადგენს.

ამასთან, საპენსიო სააგენტოს თანახმად, სისტემის მონაწილეთა რაოდენობა მაისის ბოლოსთვის 1.4 მილიონამდე გაიზარდა.

საქართველოში მოქმედი დაგროვებითი საპენსიო კანონმდებლობის თანახმად, ყველა დამსაქმებელი ვალდებულია მისი დასაქმებულები ჩართოს დაგროვებით საპენსიო სისტემაში. დასაქმებულთა ხელფასის 2%-ის ტოლი შენატანის კონტრიბუციის ვალდებულება აქვს დამსაქმებელს, ასევე 2% იხდება დასაქმებულის მიერ, ხოლო 2%-ს სახელმწიფო იღებს საშემოსავლო გადასახადიდან და საპენსიო ფონდში მიმართავს. შესაბამისად, მთლიანობაში ხელფასის 6%-ის ოდენობით თანხა ყოველთვიურად უნდა ირიცხებოდეს საპენსიო ფონდში, რასაც ფონდი თავის მხრივ საინვესტიციო ამონაგების სახით სარგებელს არიცხავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები