მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საპენსიო რეფორმა ისტორიული მნიშვნელობისაა"

5b9fb39fc6bba
ლევან თაღიაშვილი
17.09.18 17:52
849
საპენსიო სააგენტოს დირექტორმა მედიასთან პირველი კომენტარი BMG-სთან გააკეთა. მისი თქმით, საპენსიო რეფორმა ისტორიული მნიშვნელობისაა და მისი პროცესი სრულიად გამჭვირვალე იქნება.

"მე ვიტყოდი, რომ ეს რეფორმა არის ისტორიული მნიშვნელობის, რომელიც საშალებას მისცემს ჩვენს მოქალაქეებს მომავალში ჰქონდეთ ღირსეული შემოსავალი, როდესაც გავლენ პენსიაზე. უმნიშვნელოვანესაი, რომ ამ საპენსიო რეფორმას მეორე შედეგიც ექნება, გაჩნდება ადგილობრივი კაპიტალის ბაზა, რომელიც ჩვენ აქამდე არ გვქონდა, ასევე გაჩნდება გარკვეული საინვესტიციო ფული, რომელიც ხელს შეუწყობს  ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის  განვითარებას" - განაცხადა სურგულაძემ. 

შეგახსენებთ, რომ საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭომ ლევან სურგულაძე სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე კანონის თანახმად, კონკურსის წესით შეარჩია. სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე საჯარო კონკურსი 10 აგვისტოს გამოცხადდა, სულ შემოვიდა 70 განაცხადი. შემოსული განაცხადებიდან კონკურსის ფინალური ეტაპისთვის სამეთვალყურეო საბჭომ 8 კანდიდატი შეარჩია - მათ 14 სექტემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საბჭოს წევრებთან გასაუბრება გაიარეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები