ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე არ ადასტურებს, გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საპრეზიდენტო არჩენებში ის "ქართული ოცნების" კანდიდატი იქნება.
"რა თქმა უნდა, ეს რეალობას არ შეესაბამება", - ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად განაცხადა. კერძოდ: განიხილავს თუ არა მმართველი გუნდი მამუკა ბახტაძეს პრეზიდენტობის კანდიდატად?
მინისტრის თქმით, ძალიან ბევრი ჭორი წამოვიდა ბოლო ორი თვის განმავლობაში.
მისივე განცხადებით, "ქართულ ოცნებას" აუცილებლად ეყოლება ღირსეული კანდიდატი, რომელიც შემოდგომის არჩევნებზე ღირსეულ შედეგს დააფიქსირებს.