მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველო ძირითადად რუს ტურისტებზეა ორიენტირებული"

5afc34e9cc164
სალომე მეცხვარიშვილი
16.05.18 18:00
1196
მე დღეს საქართველოს ვხედავ ქვეყანად, როგორიც უნგრეთი იყო 25 წლის წინ, პოლონეთი იყო 12 წლის წინ და ბულგარეთი 5 წლის წინ, - ამის შესახებ ევროპის სპა ცენტრების ასოციაციის გენერალური მდივანი სესილია მესოზი bm.ge-სთან აცხადებს.

მისი თქმით, საქართველო ძირითადად რუს ტურისტებზეა ორიენტირებული, მაშინ როდესაც ქვეყანაში უამრავი სხვა ეროვნების ადამიანი ჩამოდის ქვეყანაში.

"მე ვესაუბრე ადგილობრივ გიდებს და ადამიანებს, რომლებიც ტურიზმის სექტორში მუშაობენ, ისინი ამბობენ, რომ საქართველოში ბევრი სხვადასხვა ეროვნების ტურისტი ჩამოდის. მაგრამ მე ვხედავ, რომ თქვენ ძირითადად რუს ტურისტებზე ხართ ორიენტირებული. ყველა სამიზნე ჯგუფს კონკრეტული მომსახურება სჭირდება - მაგალითად ხანში შესულ ადამიანებს აქვთ სხვადასხვა ტკივილები, ამიტომ მათ სხვა სერვისი სჭირდებათ, ახალგაზრდებს სხვა და ა.შ.

ასევე, მინდა ვთქვა, რომ ინფრასტრუქტურის განვითარება არ გულისხმობს მხოლოდ სასტუმრობის მშენებლობას. მაგალითად მე ძალიან შემაწუხა ბორჯომისკენ მიმავალ გზაზე დიდი ძველი ტრაილერების მოძრაობამ, რომლებსაც ცუდი გამონაბოლქვი აქვს და აბინძურებენ ბორჯომის ძალიან სუფთა ჰაერს. ამ პატარა დეტალებს სინამდვილეში ბევრის შეცვლა შეუძლიათ",- აცხადებს სესილია მესოზი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები