საქართველო ევროპის საინვესტიციო ბანკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, - ამის შესახებ ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა ,,საქმიანი დილის” ეთერში განაცხადა. მისი განმარტებით, საქართველო იღებს ყველზე მსხვილ დაფინანსებას სამხრეთ კავკასიის მასშტაბით.
,, საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, იმიტომ რომ საქართველო იღებს ევროპის საინვესტიციო ბანკის ყველაზე მსხვილ მხარდაჭერას სამხრეთ კავკასიაში, ეს არის მილიარდნახევარი ევრო, რაც არის ძალიან დიდი მაჩვენებელი ფინანსური მხარდაჭერის. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ინვესტირებას ამ ქვეყანაში და გვაქვს საკმაოდ გრძელვადიანი პროგრამები, როგორიცაა მაგალითად ოცი-ორმაცდაათი, 60 წლიანი პროგრამა... ეს არის ძალიან კარგი ქვეყანა, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება. რა თქმა უნდა ყოველთვის შეიძლება უკეთესი პრაქტიკის დანერგვა და სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობთ, რომ განვითარდეს ქვეყანა „ - განაცხადა ვაზილ ჰუდაკმა.
ევროპის საინვესტიციო ბანკის საკრედიტო პორტფელი საქართველოში მილიარდ 550 მილიონ ევროს უტოლდება.