საქართველოსა და ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს შორის ახლა იწყება სამუდამო დაკავშირება, უფრო ღრმა ფორმებით, შეიარაღებული ძალების ფარგლებში, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ მაიკლ კარპენტერმა ალექსი პეტრიაშილთან ინტერვიუში.
BMG-სთან მაიკლ კარპენტერი ამბობს, რომ საქართველო უკვე NATO-სთან თავსებადია, ასე რომ მას უკვე აქვს უპირატესობა.
"ცუდად ნუ გამიგებთ, საქართველო ჯერ არ არის სახელწიფო, რომელიც სრულად მზადაა და ქმედუნარიანია წინ აღუდგეს სრულფასოვან აგრესორს, როგორიცაა რუსეთი. მაგრამ 5-10 წელიწადში თქვენ შეძლებთ გაუმჯობესებას და მე ვფიქრობ, რომ თქვენ უკვე გაქვთ უდიდესი პროგრესი. ასე რომ, შეერთებული შტატები არის საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი პარტნიორი",- აცხადებს მაიკლ კარპენტერი.