19.09.23 16:39
იანვარ-აგვისტოში საქართველომ ღვინის ექსპორტით 169 მილიონ 331 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 15.6%-ით აღემატება.
შედეგად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 58 697 ტონა ყურძნის ნატურალური ღვინოები გაიყიდა.
ტრადიციულად ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია. ამ ქვეყანაზე საქონლის გაყიდვების 66.2% მოდის. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოდან რუსეთში 112 მილიონ 112 ათასი დოლარის ღირებულების 41 357 ტონა ღვინო გავიდა. ექსპორტი ამ პერიოდში წლიურად 24%-ით გაიზარდა.
ღვინის TOP-10 საექსპორტო ქვეყნის რეიტინგი ასეთია:
უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნებიდან ღვინის რეალიზება რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, ბელარუსში, გერმანიაში და ლატვიაში გაზრდილია, ხოლო პოლონეთში, ჩინეთში, აშშ-შიმ და ლიეტუვაში შემცირებული.
რაც შეეხება იმპორტს, ღვინის სამშობლოში ამ დასახელების ალკოჰოლური სასმელის იმპორტი ექსპორტს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. წლის პირველი 8 თვის განმავლობაში საქართველოში 3 მილიონ 216 ათასი დოლარის ღირებულების 397 ტონა ღვინო შემოვიდა. მთავარი საიმპორტო ქვეყანა ამ პერიოდისთვის საფრანგეთი იყო. TOP-5 საიმპორტო ქვეყნის რეიტინგი კი ასეთია:
ასევე ნახეთ::
#BMGDRIVE , #BMGDRIVE – რატომ არ დაუშვეს მაყურებელი საქართველო Vs ჩრდ.მაკედონიის შეხვედრაზე 2020 წლის 12 ნოემბერს?