მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია

63a07e1f8302e
BM.GE
19.12.22 19:10
9910
ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, საქართველოს ბანკის მენეჯმენტის გუნდში ცვლილებებია. კერძოდ, ნუცა გოგილაშვილი - საცალო ბანკინგის ხელმძღვანელი და ზურაბ მასურაშვილი - მცირე და საშუალო ბიზნესის ბანკინგის ხელმძღვანელი, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეებად დაწინაურდებიან. ამასთან, ამ საკადრო ცვლილებას რეგულატორული ნებართვა ესაჭიროება.

“საქართველოს ბანკის” აღმასრულებელმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ დაწინაურებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:

"მოხარული ვარ, გამოვაცხადო ზურაბ მასურაშვილისა და ნუცა გოგილაშვილის დაწინაურება. ზურაბის და ნუცას მიერ გაწეული სამუშაო უკანასკნელ წლებში “საქართველოს ბანკის” წარმატების ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი იყო.

ზურაბმა გარდაქმნა ის, თუ როგორ აწარმოებს “საქართველოს ბანკი” მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებას. ნუცამ კი მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისისა და ადამიანური კაპიტალის მართვის ახალი სტრატეგია შეიმუშავა, რაც ორივე მიმართულებით გაუმჯობესებულ მაჩვენებელში აისახა. ნუცა საცალო ბანკინგის სეგმენტს ხელმძღვანელობს.

იმედი მაქვს, რომ ნუცა და ზურაბი გააძლიერებენ ჩვენს მენეჯმენტის გუნდს და ამ გზით ორგანიზაციის შემდგომ წარმატებაში გააგრძელებენ წვლილის შეტანას,”- განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები